ე.წ. ტროტუარის საქმეზე გიორგი ბულიას 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
ე.წ. ტროტუარის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ბულია სამართალდამრღვევად ცნო და 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება, ცოტა ხნის წინ, მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გამოაცხადა.
სახელმწიფო ბრალდება გიორგი ბულიას 17 დეკემბერს პარლამენტის მიმდებარედ ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.
[ფოტო: "პუბლიკა"]