ისევ დამირეკეს სასამართლოდან, 31 იანვარს კეტავდი ტროტუარსო - რეზი დუმბაძე
სამოქალაქო აქტივისტს, რეზი დუმბაძეს 12 მარტს სასამართლო პროცესი ჩაუნიშნეს. როგორც დუმბაძე სოციალურ ქსელში წერს, 31 იანვარს ტროტუარის გადაკეტვას ედავებიან.
ისევ დამირეკეს სასამართლოდან ეხლა 31 იანვარს კეტავდი ტროტუარსო
12მარტს 12საათზე ჩამინიშნეს პროცესი კობა ჩაგუნავასთან❗
და ამით შემაშინებთ გგონიათ?
მაინც გავიმარჯვებთ"- წერს დუმბაძე.
რეზი დუმბაძე არის პირველი, ვისი განაჩენიც ტროტუარის საქმეზე გამოცხადდა - მაშინ დუმბაძეს მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.