ხვალ შემაქვს სარჩელი ერთ-ერთი არასრულწლოვნის დედის წინააღმდეგ - ეკა კუპატაძე

10.02.26 18:30
ხვალ შემაქვს სარჩელი ერთ-ერთი არასრულწლოვნის დედის წინააღმდეგ - ეკა კუპატაძე

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე ერთ-ერთი არასრულწლოვნის დედის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს.

როგორც მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, ის დაზარალებულად 14 იანვარს უკვე ცნეს და ახლა პროკურატურაში იმყოფება, რათა ეს ცნობა წაიღოს და სარჩელი შეიტანოს.

ეკა კუპატაძე არ ასახელებს, კონკრეტულად ვისზეა საუბარი და ამბობს, რომ გამოძიების რაღაც ეტაპამდე, ადვოკატის რჩევით, აღნიშნულ საქმეზე არ ისაუბრებს.

ხვალ შემაქვს სარჩელი ერთ-ერთი არასრულწლოვნის დედის წინააღმდეგ, ამისთვის მჭირდება დაზარალებულად ცნობის დადგენილება, 14 იანვარს დაზარალებულად მცნეს და არ წამიღია ეს ცნობა, დღეს სწორედ ამისთვის ვარ აქ.

დეტალებისგან თავს შევიკავებ, თუ ვისი დედაა და კონრკეტულად რა საქმეზე ვუჩივი, არასდროს არაფერზე შემიკავებია თავი, მაგრამ ახლა ვითვალისწინებ ჩემი ადვოკატის რჩევას, რომ ვიდრე საქმეს არ მივიყვანთ გარკვეულ ეტაპამდე, ეს არ ვთქვათ,- განაცხადა კუპატაძემ. 

პროკურატურა მასწავლებლის საქმეზე ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის სხვა 4 ეპიზოდში მონაწილეობასაც ედავება.

საგამოძიებო უწყებაში თქვეს, რომ მათ მოიპოვეს და გაავრცელეს ავალიანის საქმეზე ბრალდებულების - ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მონაწილეობით ჯგუფური ძალადობის სხვა ეპიზოდების ამსახველი ვიდეო. 

კადრში ახალგაზრდა რომელსაც თან სხვადასხვა ტიპის ცივი იარაღი აქვს. 

გამოძიება ამტკიცებს, ერთ-ერთი ძალადობრივი ეპიზოდის ამსახველი ვიდეო გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მობილურ ტელეფონში ინახებოდა