საკოორდინაციო საბჭომ "მწვანე საშვთან" დაკავშირებით იმსჯელა - გადაწყვეტილება მიღებული არ არის

04.11.21 12:01
საკოორდინაციო საბჭომ "მწვანე საშვთან" დაკავშირებით იმსჯელა - გადაწყვეტილება მიღებული არ არის

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, საკოორდინაციო საბჭომ "მწვანე საშვთან" დაკავშირებული ინიციატივა განიხილა, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული არ არის. გაბუნიას თქმით,გადაწყდა, რომ  საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაციები გაგრძელდება.

საბჭომ განიხილა  წინადადებები, რაც წარმოადგინა ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა "მწვანე საშვის" გამოყენების წესთან დაკავშირებით, ამ საკითზე კონსულტაციები გაგრძელდება და დამატებით ჩაინიშნება საბჭოს სხდომა, იმისთვის რომ მიღებულ იქნეს გადაწყვეტილებები.

გარკვეული საკითხები დაზუსტდება და საბჭო შეიკრიბება", - თქვა გაბუნიამ

მსგავსი სიახლეები