"ქურდებს სიცოცხლე" - შეძახილები ბათუმში, პოლიციის თვალწინ (ვიდეო)
"ქურდებს სიცოცხლე" - შეძახილები ბათუმში პოლიციის თვალწინ. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვნები ჩანან. ისინი ჯერ სამართალდამცველებს "ურჩევენ საქმეს", თუმცა პოლიციას პირველ ჯერზე რეაგირება არ აქვს.
ამის ამსახველ ვიდეოს ერთ-ერთი მოქალაქე აივნიდან იღებს. მოგვიანებით არასრულწოვნები ტერიტორიას შეძახილით "ქუდრებს სიცოცხლე" ტოვებენ და მხოლოდ ამის შემდეგ პოლიცია მათ ადმინისტრაციული წესით აკავებს.