ავარია რუსთავი-ლილოს გზაზე - დაიღუპა 3 ადამიანი, არიან დაშავებულები

11.02.26 11:34
ავარია რუსთავი-ლილოს გზაზე - დაიღუპა 3 ადამიანი, არიან დაშავებულები

მსვერპლით დასრულდა ავარია რუსთავი-ლილოს გზაზე - დაღუპულია 3 ადამიანი.

როგორც "ინფორუსთავი" წერს, "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილი სატვირთოს შეეჯახა, რის შემდეგაც  მსუბუქ ავტომობილში მსხდომი ახალგაზრდა მამაკაცი და 2 ქალი ადგილზე გარდაიცვალა, 2 დაშავებული კი კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს.

დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნტქვაზე იმყოფება - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკა რუსთავის კლინიკურმა დირექტორმა  განუცხადა.

ავარიის მონაწილე იყო კიდევ ერთი მსუბუქი ავტომობილი, რომლის მგზავრებიც უვნებლად გადარჩნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.