სასახლის ღობის საქმე - სასამართლოში ხმაურია, ბრალდებულებმა და ადვოკატებმა დარბაზი დატოვეს

11.02.26 12:25
სასახლის ღობის საქმე - სასამართლოში ხმაურია, ბრალდებულებმა და ადვოკატებმა დარბაზი დატოვეს

"ძირს რუსლი რეჟიმი" - ეს შეძახილები ისმის ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში, სადაც სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 13 პირის პროცესზე ბრალდებულებმა და ადვოკატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მოსამართლე თამარ მახარობლიძემ, სხდომათა დარბაზიდან ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი და გააძევა.

მოსამართლესა და დიმიტრი საძაგლიშვილს შორის კამათი, ადვოკატის შეკითხვას მოჰყვა, ჰაბიდოსკოპიური ექსპერტის მიმართ. დიმიტრი საძაგლიშვილმა ექსპერტს ჰკითხა, იცოდა თუ არა თბილისში 2025 წლის 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაცია და იცნობდა თუ არა შსს-ს განცხადებებს, იმ დღეს თბილისში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ამ შეკითხვას კი ბრალდების მხარის შუამდგომლობა მოჰყვა შეკითხვის განრიდებასთან დაკავშირებით, რომელიც მოსამართლემ დააკმაყოფილა. დიმიტრი საძაგლიშვილმა კი მოსამართლეს მოსთხოვა, რომ აეხსნა, თუ რატომ განარიდა მისი შეკითხვა, რასაც შემდგომ კამათი მოჰყვა. სწორედ ამის შემდეგ გააძევა მოსამართლემ საძაგლიშვილი სხდომიდან, რის შემდეგაც კიდევ ერთი ადვოკატი, შოთა კახიძეც გააძევა.

როგორც ადგილიდან "პირველების" კორესპოდენტი იუწყება, სხდომა ფაქტობრივად ჩაიშალა, რადგან სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად ბრალდებულებმა, მათმა ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა დატოვეს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მუნდა მომხდარიყო. 

ცნობისთვის, კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად.

მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.