აქტივისტს, რომელმაც მოსამართლის წინ საქმის მასალები დახია, ბრალი 2 წლიანი მუხლით წარედგინა

11.02.26 13:13
აქტივისტს, რომელმაც მოსამართლის წინ საქმის მასალები დახია, ბრალი 2 წლიანი მუხლით წარედგინა

აქტივისტ ბაია მარგიშვილს მოსამართლის შეურაცხოფისთვის ბრალი 2 წლიანი მუხლით წარუდგინეს. საუბარია ზვიად ცეკავავაზე, რომელმაც აქტივისტის წინააღმეგ პროკურატურას იმის გამო მიმართა, რომ ბაია მარგიშვილმა პროცესზე საქმის მასალები დახია და ფრაზა "ძირს რუსულ" რეჟიმს თქვა.

ფაქტი 7 ნოემბერს მოხდა, თუმცა აქტივისტის თქმით, ბრალი სამი თვის შემდეგ დაუსწრებლად წარედგინა. 

ეგ ამბავი მოხდა 7 ნოემბერს, მანამდე, 3 ნოემბერს აპირებდნენ ჩემს დაკავებას. 3-ში ვერ დამიჭირეს და 7-ში რომ მივედი სასამართლოში, მაშინ მოხდა ეგ ამბავი ცეკვავას წინ რომ დავუხიე ჩემი საქმის მასალები და ვუთხარი, რომ ასე გადაგვახია კობახიძემ კონსტიტუცია თქო ჩვენ-თქო. მაგის მერე მე ცეკვავამ 14 დღე მომისაჯა და პლიუს, დამაჯარიმა 200 ლარით და გამაძევა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ერთი კვირის წინ დავრეკე სასამართლოში და ვარკვევდი, კადრები მინდოდა. თვითონაც კი არ იცოდა გამომძებელმა საერთოდ რა ხდებოდა წესიერად. ანუ მაგ ამბავთან დაკავშრებით. მე უკვე შემეხნენ, მე რომ ყველანაირად გადამიარეს, ეს უკვე ჩანს და ეს არის ფაქტები, - ამბობს ბაია მარგიშვილი.