ვაქცინაციის ახალი მარათონის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში იმოგზაურებს

04.11.21 12:38
ვაქცინაციის ახალი მარათონის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში იმოგზაურებს

 ვაქცინაციის ახალი მარათონის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში იმოგზაურებს. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა  ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. გამყრელიძის  თქმით, მთავრობა სახეცვლილ მარათონს გეგმავს და მასში ჩართვის სურვილი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტმა თავად გამოთქვა. 

10 დიდ ქალაქში დაიწყოს სახეცვლილი მარათონის ე.წ. პარასკევი-შაბათ-კვირის ინტენსიური აცრების აქციები. უნდა შევძლოთ ადამიანების მოზიდვა, ადამიანებისთვის შექმნა კომფორტული გარემოსი, შეიძლება იყოს კონცერტები, გამორჩეული სახეების  ადამიანების მოწოდებები გამოსვლები, მათ შორის, დღეს ქალბატონი პრეზიდენტი ესწრებოდა საკოორდინაციო საბჭოს სხდომას, მან გამოთქვა სურვილი რეგიონებში აქტიური მოგზაურობის და აცრების ადვოკატირების. ამიტომ ასეთი ტიპის ღონისძიებები დაგეგმილია მომავალი 2 თვე", - ამბობს ამირან გამყრელიძე.