მედია: პოლონეთის პოლიციის სპეცოპერაცია - დაკავებულია საქართველოს 4 მოქალაქე

11.02.26 13:33
მედია: პოლონეთის პოლიციის სპეცოპერაცია - დაკავებულია საქართველოს 4 მოქალაქე

პოლონეთის პოლიციის სპეცოპერაცია - დაკავებულია საქართველოს 4 მოქალაქე. პოლონური მედიის ინფორმაციით, ვარშავის პოლიციის თანამშრომლებმა, კონტრტერორისტულ სამსახურთან თანამშრომლობით,საქართველოს მოქალაქეებს ხელბორკილები ვიელუნის დასახლებაში დაადეს. ოპერაციაში სასაზღვრო დაცვის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს იყო ლიეტუვის სასამართლო სისტემის მიერ ინიცირებული მასშტაბური ოპერაცია, რომელმაც მის ქვეყანაში ძებნილი ერთ-ერთი ქართველის დაკავების ორდერი გასცა.

  • სასაზღვრო დაცვის თანამშრომლები პოლონეთში მათი ყოფნის კანონიერებას ამოწმებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათი პოლონეთიდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებენ.