კეთილი ინებონ და საზოგადოებას აუხსნან, რა მიზნებისთვის გააგზავნა ივანიშვილმა მდინარაძე შტატებში - გახარიას გუნდი
მამუკა მდინარაძის შტატებში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გიორგი გახრიას პარტიის წევრებმა გაავრცელს და თქვეს, რომ "სუსის შეფს შტატებში ივანიშვილი შიკრიკად გზავნიდა". გიგა ფარულავა ამბობს, რომ დღეს სუს-მა თავად დაადასტურა, რაც რამდენიმე დღის წინ უარყო.
კეთილი ინებონ და საზოგადოებას აუხსნან, რა მიზნებისთვის გააგზავნა ივანიშვილმა მდინარაძე შტატებში - ამბობს გიგა ფარულავა.
რამდენიმე დღის წინ ჩვენ ღიად მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია, რომ სუს-ის ხელმძღვანელი მდინარაძე, ივანიშვილის მიერ შიკრიკად იყო გაგზავნილი შეერთებულ შტატებში. მაშინ ეს კონკრეტული ინფორმაცია სუს-მა მყისიერად უარყო, დღეს კი თავად დაადასტურეს ის სიცრუე, რაც მაშინ განაცხადეს. კეთილი ინებონ და საზოგადოებას აუხსნან რა მიზნებისთვის გააგზავნა ივანიშვილმა მდინარაძე და ვისთან ჰქონდა შეხვედრები”, - განაცხადა გიგა ფარულავამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც მდინარაძის აშშ-ში 4 დღიან ვიზიტზე იყო საუბარი. განცხადებაში არ არის ნათქვამი, თუ ვის შეხვდა სუს-ის ხელმძღვანელი. უწყებას არც შეხვედრის რაიმე დამადასტურებელი ფოტო არ გაუვრცელებია.