საქართველოში ჩინეთიდან დიდი რაოდენობით დაბალფასიანი ქათმის ხორცი შემოვიდა - "ჩირინას" დამფუძნებელი
საქართველოში ჩინეთიდან იაფფასიანი ქათმის ხორცი შემოდის, რის გამოც ადგილობრივ მწარმოებლებს საკუთარი პროდუქტის სხვა ქვეყნებში ექსპორტი უწევთ. ამ საკითხზე დღეს ფასების კომისიის სხდომაზე დეტალურად ისაუბრა კომპანია "ჩირინას" დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ.
ბიზნესმენმა "ოცნების" მთავრობას უთხრა, რომ გამოსავალი მათთვის უფრო ხელსაყრელი პირობების შექმნაა, რათა მეტად გაფართოვდნენ და ეს პროპორციულად ფასების დარეგულირებასაც შეუწყობს ხელს.
ქათმის ფასი, დაახლოებით არის 8-9 ლარი და გეტყვით უფრო მეტს, რომ ჩვენს მიზანს არ შეადგენს ქათმის ფასის მაღლა აწევა. აქ ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ე.წ. კვოტირების საკითხს. ეს ალბათ თქვენი გადასაწყვეტი პრობლემაა, იმიტომ, რომ კვოტირება რას ნიშნავს, ნახეთ, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა წარმოადგინონ რამდენ ქათამს ვაწარმოებთ და რამდენია ჩვენი ვალდებულება. ჩინეთიდან შემოვიდა მკერდის ხორცი დიდი რაოდენობით ძალიან დაბალ ფასად, დაახლოებით 4 ლარის და ქათმის დაახლოებით მესამედი არის წონით ქათმის მკერდის ხორცი და შესაბამისად, ჩვენ გაგვიჩნდა დიდი პრობლემა. ასეთი საკითხი როგორ გადავწივიტეთ? ჩვენ დავიწყეთ ექსპორტი სომხეთში, აზერბაიჯანში, იმიტომ, რომ იქ შეზღუდულია, ჩინური პროდუქცია ასე ადვილად არ შედის. მე კონკრეტულად ჩინეთიდან არ მინდა გამოვიდე, მინდა გამოვიდე ჩვენი მომზმარებლის თვალსაზრისით, რომ იყოს ეს კვოტირების საკითხი დასმული და შესაბამისად, ჩვენმა სახელმწიფომ შეიძლება, დასვას საკითხი ფასის ლიმიტებთან დაკავშირებით. დაახლოებით წლიურად შემოდის 65 ათასი ტონა ხორცი ქათმის, გაყინული, რასაკვირველია, მათ შორის არის ფარში, რომელიც სოსისების წარმოებისთვისაც გამოიყენება. რატომ გეუბნებით რაოდენობით საკითხს, ჩვენ შეგვიძლია, სამჯერ გავზარდოთ წარმოება. ქვეყანაში არის ბევრი წვრილი წარმოებები, რომლებსაც არც სასაკლაო აქვთ, არაფერი აქვთ და დიდი რაოდენობით არიან ბაზარზე. ეს გაყვითლებული ქათმები რაც არის ეს, რეალურად, ჩვენი მწარმოებლები არიან, რომელიც არც საშემოსავლოს იხდიან, არც გადასახადს იხდიან, არც დღგ-ს იხდიან. გასულ წელს ჩვენ ქათმის ხორცს ვაწვდიდით აზერბაიჯანში, აზერბაიჯანში ეს ხორცი მიდიოდა ჯარში და ჩვენთან ეს პრობლემა ვერ გადავწყვიტეთ, - თქვა რევაზ ვაშაკიძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ფასების კომისია დღეს კვერცხის მწარმოებლებს შეხვდა. ამ წუთებში შეხვედრა ხორცპროდუქტების მწარმოემლებთან იმართება.