ახლაც იყენებთ თუ არა ქათმის ნაკელს საკვებად? - კომისიის წევრის კითხვა რძის მწარმოებელ კომპანიას
პარლამენტის ფასების კომისიის სხდომაზე დეპუტატები დაინტერესდნენ, ისევ იყენებს თუ არა კონკრეტული რძის საწარმო საქონლის გამოკვებისთვის ქათმის ნაკელს. მათი განმარტებით, ეს საკითხი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პროდუქციის ფასზეც, რადგან იაფი ღირებულების საკვებს პროდუქციის ფასი მინიმუმამდე დაჰყავს.
რაში დაგჭირდებათ საკვებად ქათმის ნაკელის გამოყენება და ახლაც იყენებთ თუ შეწყვიტეთ ამის გამოყენება? იაფი ღირებულების საკვებს ყიდულობს და აწვდის, ამ შემთხვევაში, რაც მე ვახსენე, ქათმის ნაკელი, რაზეც ძალიან დიდი დავა გვქონდა თქვენს კომპანიასთან და ამას კიდევ უფრო მინიმუმის მინიმუმზე დაჰყავს პროდუქციის ფასი და აქედან გამომდინარე გკითხეთ მე თქვენ, თორემ ის კი არა, რომ მაგის გარჩევას ვაპირებ ახლა, - თქვა ერთ-ერთმა დეპუტატმა სხდომაზე.
თავის მხრივ, რძის მწარმოებელმა სხდომაზე თქვა, რომ აღნიშნულ საკვებს კომპანია 2019 წლიდან აღარ იყენებს და შესაბამისად, ხარჯიც მეტი აქვთ.
2019 წლის პერდიოდს ეხებით, რომელიც იყო მხოლოდ 2019 წელს და დასრულდა და აღარ გაგრძელებულა. რა თქმა უნდა, 2019 წლიდან ამ საკვებს აღარ ვიყენებთ, მაგრამ ის, რომ ვიყენებთ ჩვენს საკუთარ მიწებზე მოყვანილ ნედლეულს საკვებად, სულაც არ ნიშნავს, რომ ხარჯს მინიმუმამდე დასწევს, იმიტომ, რომ იმ ნედლეულის მოსაყვანად ჩვენ ვამუშავებთ მიწას, ვქირაობთ ტექნიკას, - თქვა რძს პროდუქტის მწარმოებელმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ფასების კომისია დღეს კვერცხის მწარმოებლებს შეხვდა. ამ წუთებში შეხვედრა ხორცპროდუქტების და რძის მწარმოებლებთან იმართება.