"ოცნების" ჩინოვნიკების სანქცირება - დეპუტატი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან პასუხებს ითხოვს

11.02.26 15:14
"ოცნების" ჩინოვნიკების სანქცირება - დეპუტატი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან პასუხებს ითხოვს

"ოცნების" ჩინოვნიკების სანქცირება - კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი, იაინ დუნკან სმიტი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან პასუხებს ითხოვს.

პოლიტიკოს აინტერესებს,  რას აკეთებს ოფიციალური ლონდონი ივანიშვილის და მისი გუნდის მიმართ სასანცქიო პოლიტიკის კუთხით.

მინდა ვკითხო საგარეო საქმეთა მინისტრს, შეაფასა თუ არა მისმა დეპარტამენტმა ამერიკის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოყენებული მტკიცებულებების ეფექტურობა. ასევე შეაფასა თუ არა მინისტრმა იმ პირებისთვის სანქციების დაწესების პოტენციური სარგებელი, რომლებიც დაკავშირებული არიან სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა პოლიტიკურ რეპრესიებთან"- მიწერა პოლიტიკოსმა მინისტრს.