ჯგუფურად იძალადეს ჩემზე და სასამართლომ "ოცნებასთან" დაახლოებული პირები მხოლოდ დააჯარიმა - ბექა კვაჭანტირაძე
სამოქალაქო აქტივისი, ბექა კვაჭანტირაძე ამბობს, რომ სასამართლომ "ოცნებასთან" დაახლოებული პირები, რომლებმაც მასზე 2021 წელს საბურთალოს #40 უბანზე ძალადობა ჯგუფურად განახორციელეს, მხოლოდ 1000-დან 2000 ლარამდე დააჯარიმა.
2000₾ ჯარიმა ჯგუფური ძალადობისთვის? მაშინ როცა ხალხს ტროტუარზე დგომის გამო ციხეში სვამენ - წერს სოციალურ ქსელსი ბექა კვაჭანტირაძე,
მისი თქმით, არცერთხელ არ დავუბარებივარ სასამართლოში არცერთი ინსტანციის მოსამართლე გამოსაკითხად.
ასეთი ამბავია
2021 წელს საბურთალოს #40 უბანზე ვიყავი დამკვირვებელი რა დროსაც ჯგუფურად იძალადეს ჩემზე , შემიშალეს ხელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში და იყვნენ დისკრიმაციულები გენტერული იტენტობის ნიშნით ჩემს მიმართ!
მიზანი ჰქონდათ ჩემი საარჩევნო უბმებიდან მოშორება თუმცა არ გამოუვიდათ მაშინ მე მათ : გიორგი წილოსანს , კახა ხაჩიძეს და ბესიკ დემეტრაშვილს დავპირდი რომ ჩემს წილ სამართალა მაინც ვიპოვიდი
ორმა ინსტაციის სასამართლობ ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირები გაამტყუნა და “დააჯარიმა” სასაცილო თანხით
2000₾
1500₾
1000₾.
ახლა ადგნენ და უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს ეს ყოველივე
საქმის მიმდინარეობის დროს დაირღვა სამართლიანი სასამართლოს პრინციპი
გაჭიანურდა და სასჯელი არ დადგა იმ მორალური თუ ფიზილური ზიანის საპირწონე რაც მე განვიცადე
არცერთხელ არ დავუბარებივარ სასამართლოში არცერთი ინსტანციის მოსამართლეს! არ მომეცა საშუალება მეთქვა ჩემი სათქმელი სხდომათა დარბაზში
საერთოდ არ მომეცა არაფრის საშუალება!
2000₾ ჯარიმა ჯგუფირი ძალადობისთვის ? ?
მაშინ როცა ხალხს დროტუარზე დგომის გამო ციხეში სვავენ? ეს სამართლიანია?