ირაკლი ხმალაძემ ერთ მშვენიერ დღეს გვითხრა, რომ თქვენი ჯიხურები წითელ ზონაშიაო და აიღეთო, დიდი ზარალი ვნახეთ - "ჩირინას" დამფუძნებელი
როგორ შეუძლია უცბად დაწესებულ რეგულაციებს ბიზნესი დააზარალოს - ამის მაგალითი დღეს ფასების კომისიის სხდომაზე კომპანია "ჩირინა" დამფუძნებელმა მოიყვანა. რევაზ ვაშაკიძემ წლების წინანდელი შემთხვევა გაიხსენა, როდესაც თბილისი მერის მოადგილისგან, ირაკლი ხმალაძისგან მიიღო მითითება, რომ საკუთარი ჯიხურები აეღო თბილისის ქუჩებიდან, რის გამოც ზარალი ნახა.
სარეალიზაციო წერტილების რაოდენობა ჩვენ ბევრი გვქონდა, დაახლოებით 75 გვქონდა და ირაკლი ხმალაძემ, ქალაქის მერის მოადგილე რომ იყო, ერთ მშვენიერ დღეს გვითხრა, რომ თქვენი ყველა ჯიხურებიო წითელ ზონაში არისო და წაიღეთ ახლა აქედანო და სად წაგვეღო აღარ ვიცოდით და ამის გამო საკმაოდ დიდი ზარალი განვიცადეთ, - თქვა რევაზ ვაშაკიძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ფასების კომისია დღეს კვერცხის მწარმოებლებს შეხვდა. ამ წუთებში შეხვედრა ხორცპროდუქტების და რძის მწარმოებლებთან იმართება.