სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული ვახო ფიცხელაური ადმინისტრაციულ დარღვევაში სასამართლომ გაამართლა

11.02.26 15:49
სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული ვახო ფიცხელაური ადმინისტრაციულ დარღვევაში სასამართლომ გაამართლა

სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული ვახო ფიცხელაური ადმინისტრაციულ დარღვევაში სასამართლომ გაამართლა. 

9 წლიანი მუხლით დაკავებული აქტივისტის  წინააღდმეგ, რომელსაც პოლიციელის შუერაცხყოფას ედავებოდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მტკიცებულელები ვერ წარადგინა.

განაჩენი გორის სასამართლოში მოსამართლე ნინო გერგაულმა გამოცხადა და დაასაბუთა.

გორელი აქტივისტი 4 ოქტომბრის საქმეზე ჰყავთ დაკავებული, მაგრამ მას თავდაპირველად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ, ამ საქმეზე ცალკე განხილვები ტარდება. ბრალდებას სამოქალაქო აქტივისტი არ ეთანხმება. 

  • ცნობისთვის, დღეს, ვახო ფიცხელაურმა ერთ-ერთ სასამართლოში დაკავების დროს პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე ისაუბრა. მას სხვა პირებთან ერთად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.