აქცია ზუგდიდის სასამართლოსთან - რას ითხოვს სასტიკად მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახი

11.02.26 16:24
აქცია ზუგდიდის სასამართლოსთან - რას ითხოვს სასტიკად მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახი

მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახის მდუმარე აქცია ზუგდიდის სასამართლოსთან - მსხვერპლის ახლობლები მოითხოვენ, რომ ბრალდებულ ნათია ხაჩატურიანს სასჯელის ზომად უვადო პატიმრობა განესაზღვროს. 

აფხაზავას ოჯახს აქვს ეჭვი, რომ ხაჩატურიანი დანაშაულის ჩადენის მომენტში  მარტო ვერ იმოქმედებდა და აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველი. 

ჩვენ ჩამოვედით გერმანიიდან ოჯახის წევრები. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ნათია ხაჩატურიანს უვადო პატიმრობა მიესაჯოს. გვაქვს ინფორმაცია, შეეძლო თუ არა ხაჭატურიანს ამის მარტო ჩადენა. როგორც აუდიოშია ჩაწერილი, 6 წუთის განმავლობაში", - ამბობს მოკლული ქალის ოჯახის წევრი. 

აქციის პარალელურად ზუგდიდის სასამართლოში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული ნათია ხაჩატურიანის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე დასასწრებად ჩამოსულები არიან გერმანიის მოქალაქეები. ისინი მოითხოვენ რომ კანონის დაცვით წარიმართოს საქმის განხილვა. 

ზუგდიდში მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახი დარწმუნებულია, რომ 42 წლის ქალი ფულის გამო ჯგუფურად მოკლეს, რადგან წლებით ნაგროვები თანხის მითვისებაში მის ახლო მეგობარს დასდო ბრალი. აფხაზავები დარწმუნებულები, რომ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ნათია ხაჩატურიანს დაქალი მარტოს არ მოუკლავს და დანაშული ჯგუფურად ჩაიდინა. 42 წლის ნათია აფხაზავას 41 შემავალი ჭრილობა ორი დანით ჰქონდა მიყენებული. გამოძიება ამტკიცებს, რომ ეს სისასტიკე მხოლოდ 34 წლის ნათია ხაჩატურიანმა ჩაიდინა. შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტო მასალაზე, რომელიც "შაბათის ეთერმა" მოიპოვა, ნათლად ჩანს წამების კვალი. 

მოკლულის ოჯახი ამტკიცებს, რომ მკვლელს მეუღლე და დედამთილი ეხმარებოდნენ, გამოძიება კი მათ ხელს არ კიდებს, რადგან, უმძიმესი დანაშაულის ბრალდებით დაკავებულის ქმარი ზუგდიდის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი ნიკა სოხაძეა. შემთხვევა ზუგდიდში 13 აგვისტოს მოხდა.