ჩვენთან „დელტას“ ახალი ვარიანტი არ დაფიქსირებულა, მაგრამ დიდი ალბათობით გამოჩნდება - გამყრელიძე

04.11.21 12:50
ჩვენთან „დელტას“ ახალი ვარიანტი არ დაფიქსირებულა, მაგრამ დიდი ალბათობით  გამოჩნდება - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ამ ეტაპზე  „დელტა“ შტამის ახალი ვარიანტი არ დაფიქსირებულა, თუმცა დიდი ალბათობით,  გამოჩნდება.

მოგეხსენებათ, რომ ახალმა შტამმა დაიწყო უკვე ცირკულაცია ჩვენს მეზობელ ჩრდილოეთის ქვეყანაში საკმაოდ ინტენსიურად. ასევე, 27 ქვეყანაშია ის უკვე დაფიქსირებული. ჩვენთან, ლუგარში, ინტენსიური მეთვალყურეობა მიმდინარეობს. ჯერჯერობით, ჩვენთან „დელტას“ ახალი ვარიანტი არ დაფიქსირებულა, მაგრამ დიდი ალბათობით მომავალ პერიოდში გამოჩნდება, რადგან მოგეხსენებათ, მობილობა და მოგზაურობა გაზრდილია. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები