მერია: თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში განათდა
თბილისის ანძა, ირანის დროშის ფერებში განათდა.
თბილისის მერიაში "პირველებს" უთხრეს, რომ ეს უკავშირდება ირანის ეროვნულ დღესასწაულს და მერიას თხოვნით ირანის საელჩომ მიმართა.
როგორც იცი, მსგავსი პრაქტიკა წლებია არსებობს, როდესაც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მოგვმართავენ თხოვნით, ყოველთვის ვანათებთ ანძას შესაბამისი ქვეყნის დროშის ფერებში," - უთხრეს "პირველებს" მერიაში.
ამდენად, როგორც წინა წლებში, წელსაც განათდა ანძა ირანის დროშის ფერებში.