ავტოიმპორტიორების პასუხი კობახიძეს
ავტოიმპორტიორები კობახიძის დაანონსებულ შეზღუდვებს პასუხობენ და აცხადებენრ, რომ მისი ამოქმედება არა მხოლოდ დარგს დააზიანებს, არამედ ეკონომიკასაც მიაყენებს ზიანს.
როგორც ისინი ამბობენ,, “ოცნებამ“ 6 წელზე ზემოთ მანქანების აკრძალვა ისე გამოაცხადა, რომ არანაირი კონსულტაცია არ გაუვლია ადამიანებთან, ვინც ავტომობილების ბიზნესით არის დაკავებული.
ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ავტომობილების ბიზნესს ფაქტობრივად მოკლავს.
მაშინ, როცა რიგირთი მოქალაქის მსყიდველუნარიანობა არ იზრდება, შესაბამისად, ავტოპარკის მდგომარეობაც არ შეიცვლება, რადგან ეს პირდაპირ დამოკიდებულია ჩემ ჯიბეზე, რა კანონმდებლობაც არ უნდა მიიღოს ხელისუფლებამ,თუნდაც ჩვენმა ასოციაციამ, რა ინიციატივითაც არ უნდა გამოვიდეს, ადამიანმა, საუბარი მაქვს რიგით მოქალაქეზე, იმან უკეთესად იცის რა უნდა შეიძინოს და მოიხმაროს. არ ვიცით, რატომ ხდება მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება. არანაირი კონსულტაცია ასოციაციასთან არ გვქონია, ვერ ვხდებით რა საჭიროა ასე საჩქაროდ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც არა მარტო დარგს დააზიანებს, არამე ეკონომიკასაც ზიანს მიაყენებს. ფასებს გაზრდის, გაზრდის როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე რეექსპორტზე, სტიმულს მოუკლავს ავტოიმპორტიორებს, რომ შემოიყვანონ რეექსპორტისთვის 6 წელზე ქვემოთ ავტომობილი, რადგან თუნდაც 7 წლის ავტომობილი რომ შემოიყვანოს ქვეყანაში, რეექსპორტზე გასაყიდად, თუ ვერ გაყიდა, უნდა დაშალოს, - ამბობს ავტოიმპორტიორი.
"ქართული ოცნება" ავტომობილების შემოყვანაზე შეზღუდვას აწესებს და 6 წელზე მეტი წლოვანების ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს.
ამის შესახებ ცნობილი დღეს გახდა. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიციირებულია.
როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა.