ღირსების შემლახავი მოპყრობა - თამარ ლორთქიფანიძის ადვოკატი მოწმე პოლიციელის ჩვენების გასაჯაროებას გეგმავს
48 წლის თამარ ლორთქიფანიძე, რომელიც 22 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციისას, საპატრულო ეკიპაჟის მანქანაზე ავიდა, ადვოკატის თქმით, საპატიმროში შესახლებისას ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.
ამასთან, როგორც "პირველებმა" გაარკვია, საქალაქო სასამართლოში დღეს ეს ფაქტი იმ პოლიციელმა დაადასტურა, რომელიც ქალი აქტივისტის დაკავებაში მონაწილეობდა.
პროცესზე დაკითხულმა პოლიციელმა თქვა ისიც, რომ პოლიციის ავტომობილზე ასული აქტივისტის შეჩერება პრევენციის მიზნით არ უცდია.
თამარ ლორთქიფანიძის სრული გაშიშვლება მოახდინეს და ესოქმში არ დააფიქსირეს. უთითებენ, რომ ვითომ 10 წუთის განმავლობაში უწყვეტად დანაშაულებრივ ქმედებას, მაგრამ პოლიცია ვერ ბედავდა რეაგირებას. დაკავებისა და ჩხრეკის ოქმი არის გაყალბებული, რაც გამომძიებლის მიერ მოცემული ჩვენებით დადასტურდა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ გამომძიებელიც იტყუება პროცესზე და ოქმიც არის გაყალბებული, იმიტომ რომ იმხელა ცდომილებები არსებობს მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასა და წერილობით დოკუმენტაციას შორის. ჩვენ ამ დაკითხვას სრულად გავასაჯაროებთ და საზოგადოება იხილავს როგორი პროცედურული დარღვევებით, უკანონო მეთოდებით ხდება ადამიენბის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა"- განაცხადა გუჯა ავსაჯანიშვილმა.