ვითხოვთ ე.წ. რეფორმის გაწვევას - ილიაუნის სტუდენტებმა კვირას აქცია დააანონსეს
ილიაუნის სტუდენტები, რომელიც თავიანთი უნივერსიტეტის მთავარ კორპუსთან აქციას მართავენ საგანგებო განცხადებას აკეთებენ და „ოცნებისგან“ ე.წ. რეფორმის გაწვევას ითხოვენ.
მათი თქმით, “ოცნებამ“ კვლავ გადადგა ანტიეროვნული ნაბიჯი და ჩამოართვა სახელმწიფო უნივერსიტეტებს პროგრამების უმრაველესობა, მათ შორის ილიაუნსაც, რაც ფაქტობრივად ყველა მათგანის დახურვას ნიშნავს.
ისინი კვირას, 15;00 საათზე დედა ენის ბაღში აქციას აანონსებენ და ყველას მოუწოდებენ, შეუერთდნენ, რათა არ დაუშვან საფრთხე შეექმნეა უნივერსიტეტების ავტონომიურობის ხელშეუხებლობას და სრულფასოვანი განათლების უფლებას.
“ქართულმა ოცნებამ“ კვლავ გადადგა ანტიეროვნული ნაბიჯი და ჩამოართვა სახელმწიფო უნივერსიტეტებს პროგრამების უმრაველესობა. მათ შორის ილიაუნსაც, რაც ფაქტობრივად ყველა მათგანის დახურვას ნიშნავს. ამ გადაწყვეტილებით საფრთხე ემუქრება უნივერსიტეტის ღირებულებას, იდენტობას, და ილიასეულ თავისუფლებისადმისადმი სწრაფვის იდეას, რომელიც დღეს ათასობით კურსდამთავრებულს აერთიანებს. სტუდენტები ერთხმად ვითხოვთ ე.წ. რეფორმის გაწვევას, უნივერსიტეტების ავტონომიურობის ხელშეუხებლობას და სრულფასოვანი განათლების უფლებას. ასევე მოვუწოდებთ ყველას, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელს და აკადემიურ პერსონალს, დაუმორჩილებლობისა და წინააღმდეგობისკენ. არ შეცვალოთ არსებული კურიკულუმები, ყველა შესაძლო ხერხით გააპროტესტეთ პროგრამების შეცვლის საკითხო. სტუდენტებო, ჩვენ ვართ გვერდი- გვერდ, ჩვენ უკან კი ჩვენი მშობლები, ოჯახები და საქართველოს წარსული, ჩვენ პირველად რიგში ვართ მოქალაქეები და შემდეგ სტუდენტები, შესაბამისად, ვაცნობიერებთ ჩვენ პასუხისმგებლობას, სამშობლოს, ისტორიის და მომავლის წინაშე, ამიტომ კვირას, 15:00 საათზე ვიკრიბებით დედა ენის ბაღში, დედა ენის მონუმენტთან, რომელიც გვახსენებს სტუდენტების ძალას და ერთობა. ძალა სტუდენტების ერთობაშია, დამხობა რეჟიმს და თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს, - თქვეს სტუდენტებმა.