“ერთი კაცის ახირება“ - თსუ-ს პროფესორი “ოცნების“ განათლების რეფორმაზე

12.02.26 20:32
“ერთი კაცის ახირება“ - თსუ-ს პროფესორი “ოცნების“ განათლების რეფორმაზე

თსუ-ს პროფესორი, ცირა ბარამიძე მიიჩნევს, რომ “ოცნების“ განათლების რეფორმა, ეს არის შემდგომი რაუნდი, რომელსაც განათლების სისტემის ნგრევა ჰქვია.

პროფესორი მიიჩნევს, რომ ფაკულტეტების განსაზღვრა, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ერთი კაცის ახირების მიხედვით,  სრულიად არღვევს აკადემიურ თავისუფლებას.

ეს არ იქნება მარტივად გადასახარში, ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს დაუმორჩილებლობის სინდრომი, სხვა გამოსავალი არ არსებობს, - ამბობს ბარამიძე.

ილიას უნივერსიტეტი ერთადერთი იყო, რომელიც თავის პოზიციას ცხადად გვამცნობდა, ფაქტობრივად, ერთადერთი ციტადელი იყო, დემოკრატიული, ავტონომიური, აკადემიური თავისუფლების გამომხატველი, გამომდინარე აქედან, მე არ ვთვლი, რომ მხოლოდ ილიას უნივერსიტეტს არ აპატიეს, ეს არის შემდგომი რაუნდი, მე ამას ველოდი, ვთქვი კიდევაც, რომ ასე მოხდებოდა, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძალიან მძიმე პროცესი, ეს არის განათლების სისტემის ნგრევა, კონტროლზე ორიენტირებული ინტერვენცია განათლების სისტემაში, ეს არის მორიგი რაუნდი, სადაც ფაკულტეტების განსაზღვრა, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ერთი კაცის ახირების მიხედვით, ყველაფერი ერთი, გამომდინარე აქედან, ეს სრულიად არღვევს აკადემიურ თავისუფლებას, და მე მიმაჩნია, რომ მთავრობამ უნდა გააცნობიეროს შემდეგი - მათ დღეს გამოუშვეს ჯინი ბოთლიდან, ძალიან მწარედ შეეხნენ სტუდენტობას და ისინი გარეთ არიან. ეს არ იქნება მარტივად გადასახარში, ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს დაუმორჩილებლობის სინდრომი, სხვა გამოსავალი არ არსებობს. ყველა უნივერსიტეტის წარმომადგენელი უნდა უჭერდეს მხარს ილიაუნის. ასევე მინდა ხაზი გავუსვა სოხუმის უნივერსიტეტის მნიშვნელობას, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნივნელოვანი, ის დევნილი უნივერსიტეტია და გამომდაინრე აქედან, მასზე შეხება აერ შეიძლებოდა, ორი ფაკულტეტი მხოლოდ ამ უნივერიტეტს ვერ გადაარჩენს,- განაცხადა ბარამიძემ.