ახალი შეზღუდვები და ფასები - პარლამენტში ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართება

13.02.26 11:02
ახალი შეზღუდვები და ფასები - პარლამენტში ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართება

პარლამენტში დღეს ხილის, ბოსტნეულისა და ჯემების ადგილობრივი მწარმოებლების მონაწილეობით შეხვედრაა დაგეგმილი. დღის წესრიგშია ფასების კომისიის მორიგი სხდომა და მთავრობის მიერ დაანონსებული ახალი რეგულაციები.

ბიზნესის წარმომადგენლებს პოზიციის დაფიქსირება მოუწევთ ინიციატივაზე, რომელიც პლასტმასის გამოყენების შესაძლო შეზღუდვას ითვალისწინებს. ერთ-ერთი მთავარი საკითხია, იქცევა თუ არა ეს ცვლილება დამატებით ფინანსურ ტვირთად მწარმოებლებისთვის.

შეხვედრაზე ასევე განიხილება სამომხმარებლო ფასები - რამდენად შეესაბამება დღევანდელი ფასები ბაზრის რეალობას და რა ფაქტორები ახდენს გავლენას დახლთან არსებულ ღირებულებებზე.