"რატომ მირტყამ, 16 წლის ვარ..." - ვინ არის პოლიციელი, რომელმაც არასრულწლოვანზე იძალადა (ფარული ვიდეო-მასალა)
"პირველებმა" გაარკვია, რომ პოლიციელი, რომელიც 16 წლის მოზარდზე ფიზიკურად ძალადობს და მის მიმართ მუქარას ახორციელებს, გლდანი-ნაძალადევის რაიონის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ლუკა ხურცილავაა.
ფარული ვიდეო-მასალაში, რომელიც დღეს პროკურატურამ გამოაქვყენა ისმის, როგორ ეუბნება არასრუწლოვანი პოლიციელს, რომ არ დაარტყას.
მოზარდი: რატომ მირტყამ, 16 წლის ვარ...
პოლიციელი: მკიდია რამდენი წლის ხარ, გახსენი ტელეფონი... სანამ თითები დაგატეხე გახსენი ტელეფონი", - ისმის ვიდეო-ჩანაწერში.
როგორც "ტვ პირველმა" გაარკვია, მოზარდის ოჯახმა გამოძიების დაწყების მოთხოვნით გუშინ მიმართეს გენერალურ პროკურატურას. "პირველების" ინფორმაციით, დაკავებული პოლიციელი ბრალს აღიარებს.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე გადაწყვიტა განეხორციელებინა არასრულწლოვანი პირის მობილური ტელეფონის დათვალიერება, მასში ნარკოტიკის განთავსების დამადასტურებელი ე.წ. ლოკაციის ფოტოსურათის აღმოჩენის მიზნით.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა მოსთხოვა არასრულწლოვანს მობილური ტელეფონის განბლოკვა და მისთვის გადაცემა, რაზეც არასრულწლოვანმა განაცხადა უარი. აღნიშნულით გაღიზიანებულმა კი არასრულწლოვანს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა მას, რომ დააკავებდა და სცადა იძულების გზით მოეხდინა მობილური ტელეფონის განბლოკვა, რაც ვერ მოახერხა.