ხანძარს ზუგდიდის დევნილთა დასახლებაში პენსიონერი ემსხვერპლა

13.02.26 13:01
ხანძარს ზუგდიდის დევნილთა დასახლებაში პენსიონერი ემსხვერპლა

ხანძარს ზუგდიდის დევნილთა დასახლებაში პენსიონერი ემსხვერპლა - როგროც ადგილიდან "პირველების" კორესპოდენტი იუწყება, ცეცხლი კორპუსის მე-8 სართულზე საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა. 

როგორც მეზობლები "პირელებთან" ამბობენ, პენსიონერი კაცი, სავარაუდოდ კვამლმა გაგუდა. დამწვარია ერთი ოთახი.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო, პირველადი დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.