უნივერსიტეტი არ არის კვერცხი, რომლის ფასსაც მთავრობა გადაწყვეტს - განათლების სამინისტროსთან პროტესტია

13.02.26 13:21
უნივერსიტეტი არ არის კვერცხი, რომლის ფასსაც მთავრობა გადაწყვეტს - განათლების სამინისტროსთან პროტესტია

სამეცნიერო საზოგადოება ისევ ქუჩაშია - ამ წუთებში პროტესტია განათლების სამინისტროსთან.

გივი მიქანაძის სამსახურთან სტუდენტები და პროფესორ მასწავლებლები იკრიბებიან.

გააუქმეთ გადაწყვეტილება და ნუ ერევით დამოუკიდებელი უნივერსიტეტების საქმიანობაში - აცხადებენ  ქუჩაში მყოფი პროფესორები.

ეს ის ქვეყანა არ არის, რომელშიც ჩვენ ცხოვრება ავირჩითე, ეს არის ერთი ადამიანის გადაწყვეტილება, რომ უნივერსიტეტი, როგორც კერა, არ უნდა არსებობდეს. უნივერსიტეტი არ არის სუპერმარკეტი, არ არის კვერცხი, რომლის ფასსაც მთავრობა გადაწყვეტს, ამდენი მოუმატოს და ამდენი დააკლოს. უნივერსიტეტი არის კერა, რომელიც ქმნის იმას, როგორი შეიძლება გახდეს ქვეყანა ხვალ, - ამბობს ერთ-ერთი ლექტორი.

ეს არის იმ დეფორმის გაგრძელება, რომელიც მიზნად ისახავს განათლების მოკვლას, - ამბობენ სამინისტროსთან შეკრებილები.

ეს არის იმ დეფორმის გაგრძელება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში განათლების დონის მნიშვნელოვნად შემცირებას და მათ შორის, განათლების მოკვლას. ეს რა თქმა უნდა, აწყობს რეჟიმს, რადგან მათთვის ბერვი განათლებული ადამიანი პრობლემაა. ამიტომაც ყვეალფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში განათლება მოკლან. აუცილებელია, დღესაც, ნებისმიერი დღეს, ილიაუნის წინ იქნება ეს, განათლების სამინისტროს თუ სადაც იქნება, ამ რეფორმას დავუპირისპირდეთ, რომლის მიზანია ამ ქვეყნის მომავლის მოკვლა, - აცხადებს პროტესტის მონაწილე.