სტუდენტებს განათლების სამინისტროს კარი ჩაუკეტეს

13.02.26 14:10
სტუდენტებს განათლების სამინისტროს კარი ჩაუკეტეს

სტუდენტებს განათლების სამინისტროს კარი ჩაუკეტეს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათ შიდა პერიმეტრზე შესვლა და მეგაფონით ხმაურის გამოწვევა სცადეს, რათა სამუშაო პროცესი შეეფერხებინათ.

დაცვის თანამშრომლები მათ სთხოვდნენ დაეტოვებინათ შენობა და გადაენაცვლებინათ გარე პერიმეტრზე, რასაც სტუდენტები არ ემორჩილებოდნენ.

მათი მთავარი მოთხოვნა მიქანაძესთან შეხვედრაა, თუმცა, მიუხედავად განცხადების დატოვებისა და მოთხოვნისა, ჯერჯერობით, პასუხი არ აქვთ.

“ოცნების ნებისმიერ წარმომადგენლეს სჭირდება პოლიცია, კორდონი, დაცვის მექანიზმები სტუდენტებთან. დღეს ეს რეალობა დაგვიდგა. დღეს მოვედით სტუდენტები, ლექტორები, ადამიანები, რომლებსაც ეს დეფორმა ეხებათ, ეს რეფორმა არ არის, ადამიანები ცდილობენ ჩაახშონ თავისუფალი აზრი, ძხალიან ნიშანდობლივია, ილიაუნი, ადამიანები, რომლებიც პროტესტის ავანგარდში იდგენენ. ამ მომენტში, ამ ადამიანებმა მე კი არ უნდა გამომიყვანონ იქიდან, გივი მიქანაძესთან, ე.წ. მინისტრთან უნდა ჰქონდეთ კითხვები მათაც, - განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა, ლუკა ჭოხონელიძემ.

მსგავსი სიახლეები