რუსეთი ჟურნალისტ ეკატერინა კოტრიკაძის 9 წლით დაპატიმრებას ითხოვს
რუსეთის პროკურატურა ჟურნალისტ ეკატერინა კოტრიკაძის 9 წლით დაპატიმრებას ითხოვს - ტელეარხ „დოჟდის“ წამყვანსმოსკოვში დაუსწრებლად ასამართლებენ. მას პროკურატურა ბრალს სდებს რუსი სამხედროების შესახებ „ფეიკების“ გავრცელებაში.
რუსეთის პროკურატურა „ფეიკებად“ მიიჩნევს მაგალითად, ჟურნალისტის მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებს, რომლებიც ეხებოდა უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას და ოდესაზე ერთ-ერთი სარაკეტო დარტყმის შედეგად სამი თვის გოგოს და მისი დედის დაღუპვას.
ეკატერინა კოტრიკაძეს ასევე ედავებიან „დოჟდის“ ეთერში უფლებადამცველი ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის ხელმძღვანელის ციტატის მოყვანისთვისაც, რომელიც ეხებოდა კიევის ოლქიდან რუსი სამხედროების გასვლის დროს მათ მიერ ჩადენილ წამებას და გაუპატიურებას.
- რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებულ ეკატერინა კოტრიკაძეს მოსკოვის გოლოვინოს რაიონის სასამართლომ 2025 წლის ოქტომბერში დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა. ის რუსეთის შსს-ს ძებნილად ჰყავს გამოცხადებული.