ფასების კომისიის სხდომა პარლამენტში - რა პრობლემებზე მიუთითებენ მწარმოებლები

13.02.26 15:33
ფასების კომისიის სხდომა პარლამენტში - რა პრობლემებზე მიუთითებენ მწარმოებლები

ფასების პოლიტიკასა და ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე ადგილობრივი მწარმოებლები საუბრობენ. მათი განცხადებით, პრობლემა კომპლექსურია და მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფაქტორს არ უკავშირდება. სექტორის წარმომადგენლები მიუთითებენ როგორც სავაჭრო პირობებზე, ისე ფინანსურ და საგადასახადო გარემოზე. ამის შესახებ მათ პარლამენტში ფასების კომისიის სხდომაზე შესვლამდე ისაუბრეს. 

მწარმოებლების შეფასებით, ფასების კორექტირება შესაძლებელია, თუმცა ამისთვის აუცილებელია სისტემური მიდგომა და სხვადასხვა კომპონენტის ერთობლივი გადახედვა.

ეს რომ სერიოზული პრობლემა და გამოწვევაა, ეგ ყველამ ვიცით. დანარჩენი თვითონ გადაწყვეტენ. მარტო ერთ მხარეს რომ ვიშვიროთ ხელი, ასე არ არის, ყველგან არის პრობლემა, აბსოლუტურდა ყველა კომპონენტში, მარტო ქეშბექის პრობლემა არ არის ამ ქვეყანაში და ეს ყველა პრობლემა გასავლელია და ფასების კორექტირება შესაძლებელია. არსებობს გამოცდილება ევროპის ქვეყნებში, იგივე ამერიკაში, სადაც შეიძლება, რაღა რეგულაციები გადმოვიდეს და ქეშბექს და კიდევ რაღაც საკითხებს მიეხედოს. არის ათასი კომპონენტი ლოიალობის, გაციფროვნების, არის იგივე საბანკო სისტემაში მაღალი პროცენტები, ბევრი რამე, ეს კომპლექსურად ყველაფერი ფასზე აისახება, - ამბობს მწარმოებელი.  

კიდევ ერთი მწარომოებელი მიიჩნევს, რომ ფასებს კორექტირების რესურსი არსებობს, თუმცა უფრო მეტად ეს ინიციატივა ადგილობრივი სუპერმარკეტებიდან უნდა წამოვიდეს.  

რესურსი ნამდვილად არის. უფრო მეტად ალბათ ადგილობრივი სუპერმარკეტების ქსელებიდან უნდა წამოვიდეს ეს ინიციატივა. ქეშბექი და უფრო გამოვყოფდი რეალიზებული თანხის არგადახდას. ვფიქრობ, ძალიან კარგი ინიციატივაა, ვფიქრობ, რაღაც შეთანხება მოხდება ორივე მხარეს შორის და ფასები ასე თუ ისე დარეგულირდება. რაც შეეხება დღგ-ს, გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, მოქმედებს, მითუმეტეს, ადგილობრივ მწარმოებელზე, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი ფაქტორი, - ამბობს მაწარმოებელი. 

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტში ფასების კომისიის სხდომა იმართება. შეხვედრას ხილის, ბოსტნეულისა და ჯემების ადგილობრივი მწარმოებლები ესწრებიან.