საქართველოს რკინიგზა რუსეთის ვიცე-პრემიერის განცხადებას პასუხობს

13.02.26 15:27
საქართველოს რკინიგზა რუსეთის ვიცე-პრემიერის განცხადებას პასუხობს

საქართველოს რკინიგზა რუსეთის ვიცე-პრემიერის განცხადებას პასუხობს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, “რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის.“

როგორც საქართველოს რკინიგზაში განმარტავენ, მათთვის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი გაუგებარია.

„საქართველოს რკინიგზაში რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა, რომ განიხილება აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა.