გაუხსნიან თუ არა ციხის კარს თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს?

13.02.26 15:50
გაუხსნიან თუ არა ციხის კარს თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს?

გაუხსნიან თუ არა ციხის კარს ორ სამოქალაქო აქტივისტს, რომლებსაც “ქართული ოცნების“ მხარდამჭერზე თავდასხმაში ადანაშაულებენ.

თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძის ადვოკატები ამბობენ, რომ ბრალდების მხარე გარიყული პოზიციიდან ამტკიცებს, რომ სახეზეა დანაშაული, როცა ეს არც დაკავებულებს უღიარებიათ და არც დაზარალებულს უთქვამს სიცოცხლეში.

ბატონი ბექას სასამართლოში გაჟღერებული პოზიცია, მოწმეების პოზიცია, ჩვენი დაცვის მხარის პოიზცია, არის ერთ მხარეს და ერთმანეთს ემთხვევა, უკვე განხილვის ამ ეტაპზე. მიუხედავად იმის, რომ გამოძიების ეტაპზე განსხვავებულად ჩანდა ეს სიტუაცია, ახლა უკვე ფაქტობრივად ერთ მხარეს ვართ, იზოლირებული და გარიყული არის პროკურატურა, რომელიც კვლავ აგრძელებს, რომ ჩადენილია დანაშაული. ამ კონკრეტული მუხლის მიზნებისთვის, მნიშვნელოვანია, განიცადა თუ არა ადამიანმა ტკივილი, ბექა გოცირიძის მიერ, სასამართლოში მიცემული ჩვენებით, ეს ფაქტორი, რომ ტკივილი განიცადა ვინმემ, ერთმნიშვნელოვნად გამოირიცხა, - განაცხადა ომარ ფურცელაძემ.

რას ედავებიან თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს?

ორივე დაკავებულს ბრალი ჯგუფურად ძალადობაში ედებათ და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ 31 ივლისს რუსთაველის გამზირზე ყოფილ ფეხბურთელი ბექა გოცირიძე სცემეს.

ვინ არის ბექა გოცირიძე?

დაცვის მხარის თქმით, ბექა გოცირიძე თავიდანვე პროვოკაციის მოწყობის მიზნით მივიდა აქციაზე, მას ჩართული ჰქონდა ე.წ. LIVE და პირდაპირ ეთერში, აქციის მონაწილეების აგინებდა და აყენებდა შეურაცხყოფას, რასაც მოჰყვა დაპირისპირებაც.

აქტივისტების თქმით, ის რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან სხვა დროსაც მისულა. სოციალურ ქსელში არის ვიდეო-მასალებიც, სადაც  ბექა გოცირიძე აქციის მონაწილეებს სხვადასხვა დროს აგინებს.