ISET-ის პროგრამებს მისაღები სტუდენტების კვოტა შეუმცირდათ

13.02.26 16:18
ISET-ის პროგრამებს მისაღები სტუდენტების კვოტა შეუმცირდათ

ISET-ის ეკონომიკის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამას, მისაღები სტუდენტების კვოტა 40%-ით შეუმცირდა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად ISET - International School of Economics წერს. 

მათივე თქმით, ISET-ის ეკონომიკის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას მისაღები სტუდენტების კვოტა შეუმცირდა 50%-ით, ხოლო ISET-ის ფინანსების ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას მისაღები სტუდენტების კვოტა შეუმცირდა 58%-ით.

ISET-ის ეკონომიკის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამას, მისაღები სტუდენტების კვოტა 40%-ით შეუმცირდა (165-დან 100-მდე), მიუხედავად იმისა, რომ: 

  •   • ერთადერთი საერთაშორისო აკრედიტაციის (FIBAA) მქონე ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამაა ქვეყანაში
  •   • ერთადერთია (ეკონომიკაში), რომელსაც ორმაგი დიპლომის პროგრამა აქვს ევროპულ უნივერსიტეტთან
  •   • 6 წელია ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტების #1 არჩევანია ეკონომიკაში
  •   • სტუდენტების 98%-ს სახელმწიფო გრანტი აქვს მოპოვებული  
  •   • სტუდენტების 54%, ანუ ყოველი მეორე, სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია
  •   • აქვს კურსდამთავრებულების 99%-იანი დასაქმების მაჩვენებელი და ბაზრის მხრიდან ძალიან მაღალი მოთხოვნა.

ISET-ის ეკონომიკის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას მისაღები სტუდენტების კვოტა შეუმცირდა 50%-ით (30-დან 15-მდე), მიუხედავად იმისა, რომ:

  •   • ერთადერთი საერთაშორისო აკრედიტაციის (FIBAA) მქონე ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამაა 
  •   • ერთადერთია, რომელსაც ორმაგი დიპლომის პროგრამა აქვს ევროპულ უნივერსიტეტთან
  •   • 70-მდე კურსდამთავრებული სრული დაფინანსებით მიიღეს სადოქტორო პროგრამებზე, ამერიკისა და ევროპის წამყვანმა უნივერსიტეტებმა
  •   • აქვს კურსდამთავრებულების 98%-იანი დასაქმების მაჩვენებელი და ბაზრის მხრიდან ძალიან მაღალი მოთხოვნა.

ISET-ის ფინანსების ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას მისაღები სტუდენტების კვოტა შეუმცირდა 58%-ით (35-დან 15-მდე), მიუხედავად იმისა, რომ: 

  •   • ერთადერთი პროგრამაა ქვეყანაში, რომელიც აფილირებულია CFA ინსტიტუტთან, რაც ამ სფეროს ოქროს სდანდარტია 
  •   • პროგრამა 3 წლის წინ შეიქმნა, სწორედ ბაზრის მხრიდან ძალიან მაღალი მოთხოვნის საფუძველზე