ილიაუნის გაუქმების გეგმა - პროფესორ-მასწავლებლებმა განგაშის სიგნალი ჩართეს

13.02.26 20:20
 ილიაუნის გაუქმების გეგმა - პროფესორ-მასწავლებლებმა განგაშის სიგნალი ჩართეს

"ქართული ოცნების" ცვლილებების შედეგად, მომავალ წელს, ილიაუნში მხოლოდ 300 ახალ სტუდენტს მიიღებენ. ეს 92%-ით ნაკლებია წინა წლების მაჩვენებელზე. ანუ 3500ზე მეტი პირველკურსელის ნაცვლად იქნება მხოლოდ 300. ასე იმის გამო ხდება, რომ განათლების სამინისტრომ ერთ-ერთ უდიდეს სახელმწიფო უნივერსიტეტს ფაკულტეტები წაართვა.

301 პროფესორი და 311 მკვლევარი, 16 ათაზე მეტი სტუდენტი, 50-მდე საბაკალავრო და 40-მდე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა, 30-მდე კვლევითი ინსტიტუტი და ცენტრი - ქვეყნის მოწინავე უნივერსიტეტისგან ცვლილებების შემდეგ პრაქტიკულად აღარაფერი დარჩება. 20 წლის წინ ხუთი უნისტიტუტის გაერთიანების შედეგად შექმნილი უნივერსიტეტი დღეს ქვეყანაში ერთ-ერთი მოწინავეა. ეს არის პროგრამები, რომელიც დიდი შრომის შედეგად შეიქმნა. გარდა ამისა, ილიას უნივერსიტეტში აღარ იქნება აღარც კვლევითი და სამეცინიერო საქმიანობა. 


ილიას სახელმწიფო უნივერსტეტს მხოლოდ თბილისში აქვს 11 სასწავლო კორპუსი, ამას ემატება კვლევითი ინსტიტუტების შენობები, მათ შორის ძველ თბილისში, ახლა ეს ყველაფერი გაყიდვის საფრთხის წინაშეა.

"ქართულ ოცნებაში" ამჯერადაც ჩუმად გადაწყვიტეს დიდი ისტორიის მქონე უნივერსიტეტის მომავალი. ყველაფერი პარტიაში მოიფიქრეს და ასე აწერენ ხელს უნივერსიტეტის გაჩეხვას.

პროფესორ-მასწავლებლებმა ამ შემთხვევაშიც მედიის საშუალებით გაიგესს, რომ ივანიშვილის გუნდმა კიდევ  ერთი სასწავლებლისთვის გადაწყვიტა ავტონომიის წართმევა. არა კონსტიტუციური, არა ეროვნული,  განათლების სისტემისთვის ძირის გამოთხრებული და საბჭოთა - ასე აფასებენ სამეცნიერო საზოგადოებაში ილიაუნის ლიკვიდაციის გეგმას.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.