ლევან მურუსიძე ე.წ. ტროტუარის საქმეში - "მან მიმართულება და მინიშნება მისცა სხვა მოსამართლეებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ"

14.02.26 11:31
ლევან მურუსიძე ე.წ. ტროტუარის საქმეში - "მან მიმართულება და მინიშნება მისცა სხვა მოსამართლეებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ"

მოსამართლე ლევან მურუსიძე ე.წ. ტროტუარის საქმეებში გამოჩნდა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ სამოქალაქო აქტივისტ ლაშა სონგულიას საქმე განიხილა და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმის შსს-სთვის დაბრუნების შესახებ.

  • სონღულია ერთხელ უკვე იყო დაკავებული გზის გადაკეტვის გამო და ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებოდა. ამის მერე, ტროტუარზე დგომის გამო, მასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსგან საჩივარი შევიდა საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ საქმე შეწყვიტა, რადგან სისხლის სამართლის ნიშნებს ხედავდა.

ლაშა სონგულიას ადვოკატი მარიკა არევაძე ამბობს, რომ მურუსიძე იყო "პირველი მერცხალი, რომელმაც პირველი ასეთი გადაწყვეტილება მიიღო". ეს უფლებადამცველს აფიქრებინებს, რომ ლევან მურუსიძემ ამით მიმართულება და მინიშნება მისცა სხვებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ აღნიშნულ საქმეებზე. 

ეს საქმეები ზეწოლის მატარებელია. არაერთი საქმე არის გასაჩივრებული სააპელაციო საამართლოში, საიდანაც პირველი მერცხალი გუშინ გამოგვიგზავნა ლევან მურუსიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ კი თურმე ეს არის სისხლის სამართლსი ნიშნების მატარებელი და საქმე უნდა გადაეცეს შსს-ს. აქ ნიშანდობლივია ის, რომ პირველი ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ლევან მურუსიძემ და ეს მე პირადად მაფიქრებინებს, რომ მიმართულება და მინიშნება მისცა სხვებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ამ სამქეებზე, რომ გაგრძელდეს რეპრესიები", - ამბობს მარიკა არევაძე. 

ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი ფიქრობს, რომ ლევან მურუსიძეს აღნიშნული საქმე რიგითობსი მიხედვით შეხვდა. მას არ აქვს მოლოდინი, რომ სხვა მოსამართლეები რაიმე სხვა გადაწყვეტილებას გამოიტანდნენ. 

მე არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ მოსამართლეებს უჭირთ კონსტიტუციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და ახლა მურუსიძემ მათ მაგალითი უჩვენა. ალბათ რიგითობით მივიდა ეს საქმე. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ სხვა მოსამართლე სხვანაირად მოიქცეოდა, იმიტომ, რომ მოსამართლეებს რომ ჰქონდეთ პროტესტი ამ უსამართლობაზე, მაშინ როდესაც მოსამართლეები იხილავენ ამა თუ იმ საქმეს, წარდგინებას დაწერდნენდ ა შეიტანდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში ამ ნორმათა ანტიკონსტიტუციორობაზე. ამიტომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ რომელიმე მოსამართლემ ამაზე უარი განაცხადა. როგორც ჩანს რიგითობით მოუწია ეს მურუსიძეს", - ამბობს ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი.

ლევან მურუსიძე ქართული მართლმსაჯულების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ცნობილი ფიგურაა. ის წლებია ასოცირდება ე.წ. „მოსამართლეთა კლანთან“, რომელიც, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მტკიცებით, სასამართლო ხელისუფლებას მართავს. 

დღეისათვის ლევან მურუსიძე არის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.