უნდა მოვუწოდოთ მეგობრებს, ახლობლებს, რათა აიცრან - კახა კალაძე

04.11.21 16:24
უნდა მოვუწოდოთ მეგობრებს, ახლობლებს, რათა აიცრან - კახა კალაძე

საქართველოში მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი, რაც ძალიან ცოტაა - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, განაცხადა. კახა კალაძის თქმით, საჭიროა უფრო მეტი აქტიურობა და ვაქცინაციის პროპაგანდა.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საზოგადოებას უფრო მეტი მოწოდება ჰქონდეს აცრისკენ. დღეს ყველაზე კარგი საშუალება იმისთვის, რომ ჩვენი სიცოცხლე დავიცვათ, აცრაა. მსოფლიოში ყველა ქვეყანა იცრება, საქართველოში მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი, რაც ძალიან ცოტაა. უნდა მოვუწოდოთ მეგობრებს, ჩვენს ახლობლებს, რომ მაქსიმალურად უნდა ავიცრათ, რათა დავიცვათ საკუთარი და სხვისი სიცოცხლე - განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები