"ოცნება" ქვეყანაში ანგრევს და ანადგურებს ყველაფერს - ლაშა ბაქრაძე
ასტროენათმეცნიერებაქ და ასტროარქეოლოგია - გავრცელებული ინფრომაციით, ეს პროგრამები ბიძინა ივანიშვილის უნივერსიტეტში ჩაეშვა. ეს იმ ფონზე, როცა ილიას უნივერსიტეტს ფაქტობრივად სტუდენტს სწავლების არეალი შეუმცირეს და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფაკულტეტები გაუუქმეს.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი და გერმანისტი, ლაშა ბაქრაძე ამბობს, რომ "ოცნება" ახლა საქართველოში ყველაფრის განადგურებით და ნგრევით არის დაკავებული.
თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს რეფორმა წარმოწყებული იყო პირველ რიგში ილიას უნივერსიტეტი გაენადგურებინათ, რაც ახლა უკვე ცხადად ვხედავთ. მაგრამ აქ საერთოდ მიდის საქართველოში ყველაფრის განადგურება, რაშიც შეიძლება ოდნავი თავისუფლება დავინახოთ, მეტი დემოკრატია და ა.შ. რადგან აქ უკვე დამყარებულია დიქტატურა. ეს არის ხალხი, რომელთაც არაფრის აშენება არ შეუძლია და ესენი არიან ის ხალხი, რომლებიც დაანგრევენ კიდევ უფრო მეტს. რაც უფრო დიდი ხანი დარჩებიან ხელისუფლებაში, მით უფრო დიდ ნგრევას მოვესწრებით", - ამბობს ლაშა ბაქრაძე.
- ცნობისთვის, "ქართული ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სწავლების არეალი მცირდება.
- "ქართული ოცნების" ცვლილებების შედეგად, მომავალ წელს, ილიაუნში მხოლოდ 300 ახალ სტუდენტს მიიღებენ.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს "ოცნების" გადაწყვეტილებით კი მოუწევს გააუქმოს თავისი ფაკულტეტები:
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტი
- ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
- სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტი;
- განათლების მეცნიერებათა [დარჩება ქართულ-აფხაზური ენის და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობები];
- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
სამაგიეროდ, მას დაევალა უკვე შემედგომიდან სტუდენტები მიიღოს აგრარულ სპეციალობებზე. ეს ფაკულტეტი ამ უნივერსიტეტს ამჟამად საერთოდ არ გააჩნია. ის სსუ-შუ საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტიდან უნდა გადმოვიდეს, რომელიც თავის მხრივ ასევე უამრავ ფაკულტეტს კარგავს.
უკვე სექტემბრიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტებს აგრარული სპეციალობები უნდა ასწავლოს.