"ვითხოვთ, რეფორმის უკან გატანას" - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ორშაბათს აქცია დააანონსეს
"ვითხოვთ, რეფორმის უკან გატანას" - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ორშაბათს აქცია დააანონსეს.
სტუდენტები 16 თებერვალს 19:00 საათზე უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან დაიწყებენ შეკრებას და "ოცნების" დაანონსებულ ცვლილებებს გააპორტესტებენ.
სტუდენტები აკადემიური საბჭოსგან, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და აფხაზეთის მთავრობისგან ითხოვენ, დაუყოვნებლივ გაკეთდეს ოფიციალური განცხადება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
ჩვენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები ვეწინააღმდეგებით, უნივერსიტეტის ფაქტობრივ გაუქმებას…
📢 საპროტესტო განცხადება
🎓 ჩვენ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, მკაფიოდ და საჯაროდ მოვითხოვთ
აკადემიური საბჭოსგან, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და აფხაზეთის მთავრობისგან დაუყოვნებლივ გაკეთდეს ოფიციალური განცხადება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დაკავშირებით.❗ სტუდენტების ინტერესების იგნორირება, დუმილი და პასუხისმგებლობის თავიდან არიდება მიუღებელია, ჩვენ არ შევეგუებით ჩვენი დიპლომების ფარატინა ფურცლად გამოყენებას.
🔥ამასთან ერთად, ჩვენ ვეწინააღმდეგებით
ქართული ოცნება-ს მიერ განხორციელებულ განათლების რეფორმას,
რომელიც არ ემსახურება სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას 📚ჩვენ ველით:
🔹 პოზიციის საჯარო დაფიქსირებას
🔹 სტუდენტების წინაშე პასუხისმგებლობის აღებას
🔹 რეალურ ნაბიჯებს და არა ფორმალურ დუმილს.🔹 განათლების რეფორმის უკან წაღებას.
⏳✊ სტუდენტების ხმა უნდა იყოს გაგონილი!
დუმილი არ არის პასუხი! 🚫
ჩვენ ვითხოვთ განცხადებას და რეფორმის უკან გატანას — ახლავე!16 თებერვალს 19:00- ზე ვიკრიბებით მეორე კორპუსთან", - წერია სტუდენტებსი მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს "ოცნების" გადაწყვეტილებით მოუწევს გააუქმოს თავისი ფაკულტეტები:
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტი
- ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
- სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტი;
- განათლების მეცნიერებათა [დარჩება ქართულ-აფხაზური ენის და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობები];
- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
სამაგიეროდ, მას დაევალა უკვე შემედგომიდან სტუდენტები მიიღოს აგრარულ სპეციალობებზე. ეს ფაკულტეტი ამ უნივერსიტეტს ამჟამად საერთოდ არ გააჩნია. ის სსუ-შუ საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტიდან უნდა გადმოვიდეს, რომელიც თავის მხრივ ასევე უამრავ ფაკულტეტს კარგავს.
უკვე სექტემბრიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტებს აგრარული სპეციალობები უნდა ასწავლოს.