ტრამპის განცხადებით, ირანში რეჟიმის ცვლილება „საუკეთესო რამ იქნებოდა“

14.02.26 12:17
ტრამპის განცხადებით, ირანში რეჟიმის ცვლილება „საუკეთესო რამ იქნებოდა“

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანში რეჟიმის ცვლილება „საუკეთესო რამ იქნებოდა“. ასე უპასუხა ამერიკის პრეზიდენტმა კითხვას -  "სურს თუ არა ირანში რეჟიმის ცვლილება".

„კარგი იქნებოდა, თუ ერთხელ და სამუდამოდ ამ საკითხს მოვაგვარებდით. იქ ძალიან დიდი ძალა ჩავიდა, დამატებით კიდევ ერთი ავიამზიდი მალე გაემგზავრება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე, კითხვაზე, ვის ისურვებდა ირანის მმართველად, ტრამპმა უპასუხა, რომ „არიან ადამიანები“.

პარალელურად, კი ცნობილი ხდება, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ჟენევაში გაიმართება. როგორც Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ირანის დელეგაციასთან ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს სამშაბათს, 17 თებერვალს  გამართავენ.

ჟენევაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ომანის შუამავლობით შედგება.