რომელმა ბაზარმა გიკარნახათ, რომ ასტროლინგვისტები გჭირდებათ? - პროფესორი "რეფორმატორებს"

14.02.26 13:57
რომელმა ბაზარმა გიკარნახათ, რომ ასტროლინგვისტები გჭირდებათ? - პროფესორი "რეფორმატორებს"

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სავარაუდოდ, ასტროენათმეცნიერების და ასტროარქეოლოგიის სწავლებას დაიწყებენ. 

როგორც ირკვევა, ეს იყო პროფესორ ალიკო ცინცაძის იდეა, რომელმაც საჯარო ლექცია უკვე ჩაუტარა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ როგორი იქნება სილაბუსი და რას ასწავლიან სტუდენტებს.

"პირველები" პროფესორებისგან შეეცადა გაერკვია, თუ რას ნიშნავს ასტროარქეოლოგია და ასრტროენათმეცნიერება. თსუ-ს პროფესორი, ცირა ბარამიძე ამბობს, რომ რეფორმატორებს უპირველესად "ჯანმრთელობის ცნობა უნდა დაედოთ", რადგან უცნობია, თუ რას სწავლობს ჩამოთვლილი "დარგები".

რომელმა ბაზარმა გიკარნახათ, რომ ასტროლინგვისტები გჭირდებათ? - ეუბნება ცირა ბარამიძე რეფორმატორებს 

ენათმეცნიერებაში არის 25-ზე მეტი მიმდინარეობა. მაგალითად სოციოლინგვისტიკა. ესენი ყველა განსაზღვრურლ სფეროებს, ენის, როგორც ფენომენისა სწავლობ, მაგრამ ასტროლინგვისტიკა ამ ჩამონათვალში არ არის. უკაცრავად რეფორმატორებო, მაგრამ ვიდრე კომისიაში შეხვიდოდით, ჯანმრთელობის ცნობა უნდა დაედოთ უპირველესად. მაპატიეთ, მაგრამ ეს სცილდება კრიტიკის საზღვრებს. რომელი ბაზარი შეისწავლეს. რამდენი ასტროლინგვისტი გჭირდებათ საქართველოში წელიწადში, გამაგებინეთ? მეცნიერული კვლევა ბაზრისა ვერ უპასუხებს რამდენი ასტროარქეოლოგი გჭირდებათ ქვეყანაში ან ასტროლონგვისტი. ეს იმ ფონზე, როდესაც ენათმეცნიერებსი ინსტიტუტი ფაქტობრივად დაშლილია. 

ციურ სხეულებთან კავშირი და იმის დადასტურება, რომ ქართველური ან რომელიმე კავკასიური ენა კოსმოსიდან არის მოვლენილი... არვიცი უბრალოდ რას სწავლობს ... ეს სად შეისწავლეს, რომელი სილაბუსი ნახეს ან რომელმა აკრედიტაციამ ეს დაადასტურა... რომელმა ბაზარმა გიკარნახათ, რომ ასტროლინგვისტები გჭირდებათ? ლინგვისტები აღარ გჭირდებათ", - ამბობს ცირა ბარამიძე. 

პროფესორი ლაშა მათიაშვილის თქმით, მაშინ როდესაც ილიას უნივერსიტეტს პრაქტიკულად ყველა პროფესიის სწავლების უფლება წაართვეს, როცა ფაქტობრივი გაუქმების ზღვარზეა რამდენიმე სახელმწიფო სასწავლებელი, წარმოუდგენელია ამ ტიპის პროგრამის (ასტროარქეოლოგია და ასრტროენათმეცნიერება) განხორციელებას იწყებდე. 

მეცნიერული პასუხი რომ გაგცეთ, ეს აღძრავს რაღაცა მეტაფიზიკური დებულებების ერთობლიობის მქონე მიმართულების ასოციაციას. ამის ფონზე ცხადია, აბსოლუტურად გაუგებარია ილიაუნის და ბევრ სხვა უნივერსიტეტს ართმევდე ადგილებს და ამ ტიპის პროგრამის განხორციელებას იწყებდე", - ამბობს ლაშა მათიაშვილი.