ოკუპირებულ ცხინვალში რუსული პასპორტების გაცემის პუნქტი გაიხსნა
ოკუპირებულ ცხინვალში რუსული პასპორტების გაცემის პუნქტი გაიხსნა, - ინფორმაციას გამოცემა „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ რუსეთის ელჩი მარატ კულახმეტოვი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარე ძამბოლატ ტადტაევი, დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ერისლავ მამიევი და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს უცხო ქვეყნის მოქალაქეობისა და რეგისტრაციის სამსახურის უფროსის მოადგილე დიმიტრი სერგიენკო.
მარატ კულახმეტოვმა საპასპორტო პუნქტის გახსნას „ორი ქვეყნის ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდა და თქვა: „ამ პუნქტის გახსნა აჩვენებს, რომ ჩვენ გვაერთიანებს დიდი სამშობლო, დიდი საერთო ისტორია“.
- ცნობისთვის, გასულ კვირას ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული პასპორტების გამცემი პუნქტები დაიხურა. კერძოდ, ე.წ. რუსეთის საელჩომ აღნიშნა, რომ რუსული პასპორტებისა და მართვის მოწმობების გაცემის პუნქტების ფუნქციონირება შეჩერდა.
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ განაცხადა, რომ რუსეთს გადაწყვეტილების გადახედვასა და პასპორტების გაცემის განახლებას სთხოვს.