"ამაში მე განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ" - ბოჭორიშვილი ესტონეთის ელჩის საქართველოდან სომხეთში გადაყვანაზე
"ამაში მე განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ" - ასე ეხმაურება "ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრია, მაკა ბოჭორიშვილი ესტონეთის ელჩის საქართველოდან სომხეთში გადაყვანას.
ბოჭორიშვილი ამბობს, რომ საგარეო უწყებებს შეუძლიათ, საკუთარი შეხედულებისამებრ გადაიყვანონ ელჩები ერთი თანამდებობიდან მეორე თანამდებობაზე.
„ესტონეთის მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე ვერ გავაკეთებ განცხადებას. რაც შეეხება ელჩის დანიშვნას სომხეთში, ეს, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ქვეყნის პრეროგატივაა. საგარეო უწყებებს შეუძლიათ, საკუთარი შეხედულებისამებრ გადაიყვანონ ელჩები ერთი თანამდებობიდან მეორე თანამდებობაზე. ამაში მე განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. ჩვენც გვაქვს გარკვეული საჭიროებები, ხშირ შემთხვევაში ხდება დიპლომატების ცვლილება, ზოგან საელჩოები ფუნქციონირებს ხშირად ელჩია გარეშეც, ამაშიც არ არის არაფერი განსაკუთრებული, თუკი ამას თავად ესტონური მხარე არ აძლევს რაიმე განსაკუთრებულ მნიშვნელობას“ - თქვა მაკა ბოჭორიშვილმა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებაზე.
გუშინ, 13 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ესტონეთს ელჩი თბილისიდან ერევანში გადაჰყავს. საქართველოში კი ელჩის მოვალეობას დროებითი საქმეთა რწმუნებული შეასრულებს. ესტონური მედია წერს, რომ ცვლილება განპირობებულია ესტონეთისა და საქართველოს მთავრობას შორის ურთიერთობების გაციებით და პირიქით, სომხეთთან კონტაქტების გააქტიურებით