პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დღეს საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადებიან
ისევ განათლების დასაცავად და ისევ ქუჩაში - პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დღეს ქალაქში საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადებიან. მარში სიმბოლურად ილიაუნიდან აიღებს სტარტს.
ზუსტად 18:30 საათზე ქუჩაში ის ადამიანები იდგებიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ "ქართული ოცნების" განათლების რეფორმის გამო საგანმანათლებლო სივრცე ნადგურდება.
პროფესორების ნაწილი ფიქრობს, რომ ამ რეფორმით, ივანიშვილის გუნდს "პოლიტიკური რეპრესიების მიზნის მიღწევა სურს".
სამჯერ უფრო აღემატება ჩვენი უნივერსიტეტის რეიტინგი საქართველოს სხვა უნივერსიტეტების რეიტინგებს და კიდევ უფრო მეტჯერაც. ასეთი უნივერსიტეტის გაუქმება არის სერიოზული დარტყმა ქვეყნის მომავალსა და განათლებაზე.
ჩვენ ვრჩებით პროტესტში, ჩვენ უარს ვაცხადებთ ამ ყველა გადაწყვეტილების შესრულებაზე ", - ამბობს ილიაუნის პროფესორი.
- ცნობისთვის, "ქართული ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სწავლების არეალი მცირდება.
- "ქართული ოცნების" ცვლილებების შედეგად, მომავალ წელს, ილიაუნში მხოლოდ 300 ახალ სტუდენტს მიიღებენ.
მსგავსი სიახლეები
ივანიშვილის დეპუტატების პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება - TI
TI-ის შეფასებით, სარჩელი არ შეიცავს იმ კონკრეტულ, სარწმუნო და საკმარის მტკიცებულებებს, რომლებიც პოლიტიკური პარტიების აკრძალვის უკიდურეს ზომას კონსტიტუციურად გაამართლებდა.