რატომ ჩახსნეს გეგა გაგნიძის სპექტაკლი ბათუმის თეატრში - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია

14.02.26 15:54
რატომ ჩახსნეს გეგა გაგნიძის სპექტაკლი ბათუმის თეატრში - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია

რატომ ჩახსნეს რეჟისორ გეგა გაგნიძის სპექტაკლი ბათუმის თეატრში საპრემიერო ჩვენებამდე ერთი დღით ადრე - "პირველების" ინფორმაციით, თეატრის სახელით გამოქვეყნებული განცხადება სამხატვრო საბჭოს წევრებთან შეთანხმებული არ ყოფილა.

როგორც "პირველებს" ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი მაია ცეცხლაძე ეუბნება, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, კოტე მჟავიას საბჭოს წევრებთან არ ჰქონია განხილვა, რომ რეჟისორ გეგა გაგნიძის სპექტაკლის ჩახსნა პოლიტიკური მოტივით უნდა მომხდარიყო - ილაპარაკეს სხვაზე და გამოაქვეყნდა სულ სხვა განცხადება. 

მე აბსოლუტურად ვემიჯნები ამ წერილს, თეატრი მუდმივად მგონია პოლიტიკური, მაგრამ გააჩნია თხრობის ენას. იმ თავითვე, ჩანასახშივე, თეატრი არის პოლიტიკური და ალტერნატიული აზრი. ამისთვის არსებობს თეატრი. როგორც კი გადაწყვიტა ბატონმა კოტემ სპექტაკლის მოხსნა, შევთანხმდით ტექსტზე და უცებ იდება სრულიად სხვა ტექსტი. შოკირებულები ვიყავით. იმ წუთასვე მივაწერე, რომ ეს ტექსტი არის სირცხვილი. გეგა გაგნიძეს იმდენიდ არღვევა ჰქონდა შიდა განაწესისი, მხოლოდ ამითი შეიძლებოდა ამ სპექტაკლი მოხსნა, თუ მაინცდამაინც უნდა მოხსნილიყო", - ამბობს მაია ცეცხლაძე. 

ამის გარდა, ირკვევა რომ რეჟისორმა სპექტაკლის დასასრულებლად 1 დღეც მოითხოვა, მაგრამ მას ეს დრო არ მისცეს. 

პრინციპულად დააყენა ბატონმა კოტემ საკითი, რომ ან იმ დღესვე უნდა ეჩვენებინათ ეს სპექტაკლი - ან დღეს ან არასოდეს. ბატონმა გეგამ ახსნა, თუ რატომ არ შეეძლო იმ დღეს. მიზეზი იყო, რომ სახიობები არ იყვნენ და ორი სცენა ჰქონდა გასაკეთებელი. უნდოდა მზა ეჩვენებინა და არა ნახევრად. უკვე მეორე დრეს ისეთი განცხადება გაკეთდა თეატრის რომ ასეთი რამ საერთოდ არ გაჟღერებულა. თეატრი პოლიტიკაა აბა რა არის, მტელი შექსპირი ხომ ამაზეა". - ამბობს მსახიობი კახა გაგნიძე.  

ბათუმის დრამატული თეატრის ადმინისტრაციამ სპექტაკლის DARK WEB-ის პრემიერის ჩვენების გაუქმების შესახებ 6 თებერვალს გააკეთა განცხადება.

ადმინისტრაციის განცხადებით, სპექტაკლის გაუქმების მიზეზი პოლიტიკურია.