"უნივერსიტეტები და განათლების სისტემა დარტმის ქვეშაა, საჭიროა გაერთიანება და პროტესტი" - მსჯელობა "აბაშიძის ტერმინალში"

14.02.26 17:36
"უნივერსიტეტები და განათლების სისტემა დარტმის ქვეშაა, საჭიროა გაერთიანება და პროტესტი" - მსჯელობა "აბაშიძის ტერმინალში"

ამ წუთებში განათლების საკითხებზე მომუშავე ექსპერტები, პროფესორები და თსუ-სა და სტუ-ს კურსდამთავრებულები "აბაშიძის ტერმინალში" მსჯელობენ, როგორ არ მიაღებინონ "ოცნებას" დაანონსებული განათლების რეფორმა.   

როგროც "პირველებთან" შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გოტა ჭანტურია ამბობს, უნდა მოხდეს ერთიანი მობილიზება, რომ ივანიშვილის გუნდმა ცვლილებები არ გაიტანოს. 

დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვთხოვეთ მოსვლა კურსდამთავრებულებს, იმიტომ, რომ მათი ხმა უფრო მეტად ისმოდეს ამ ე.წ. რეფორმაში, რადგან ეს რეალურად საუნივერსიტეტო სივრცის ნგრევას ემსახურება და გვინდა, რომ რაღაცნაირად ერთნაირ მობილიზებას შევუწყოთ ხელი. ამასთან დღესაც არის აქცია 19:00 საათზე შაბათის მარში, ხვალაც ორი აქციაა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ რარაცნაირად შევძლოთ კოორდინირება და ერთიანად დავუპირისპირდეთ. სხვა შემთხვევაში, თუ ოცნებამ ეს ცვლილებები გაიტანა, მაშინ ჩვენი მხრიდან ამ სიტუაციის შეცვლა უკვე წარმოუდგენელი იქნება", - ამბობს გოტა ჭანტურია. 

ადამიანები ვინც შეხვედრაზე მივიდნენ, ამბობენ, რომ ახლა ყველა ადამიანის, სტუდენტის, კურსდამთავრებულის, პროფესორებსი გაერთიანებაა საჭირო, რადგან დარტყმის ქვეშაა უმაღლესი განათლება  და უნივერსიტეტები. 

ყველა უნივერსიტეტი არის დარტმის ქვეშ და ზოგადად, უმაღლესი განათლება არის დარტყმის ქვეშ. ამიტომ ახლა არის მნიშნელოვანი, რომ ყველა ადამიანი, სტუდენტი, პროფესორი, თუ კურსდამთავრებული აქტიურად გამოთქვამდეს პროტესტს, რომ რეჟიმმა დაინახოს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისთვის განათლების სისტემას", - ამბობს განათლებსი ექსპერტი რეზო აფხაზავა. 

  • ცნობისთვის, "ქართული ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სწავლების არეალი მცირდება. 
  • "ქართული ოცნების" ცვლილებების შედეგად, მომავალ წელს, ილიაუნში მხოლოდ 300 ახალ სტუდენტს მიიღებენ.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს "ოცნების" გადაწყვეტილებით კი მოუწევს გააუქმოს თავისი ფაკულტეტები:

  •  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტი
  •  ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
  •  სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტი;
  • განათლების მეცნიერებათა [დარჩება ქართულ-აფხაზური ენის და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობები];
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა

სამაგიეროდ, მას დაევალა უკვე შემედგომიდან სტუდენტები  მიიღოს აგრარულ სპეციალობებზე. ეს ფაკულტეტი ამ უნივერსიტეტს ამჟამად საერთოდ არ გააჩნია. ის სსუ-შუ საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტიდან უნდა გადმოვიდეს, რომელიც თავის მხრივ ასევე უამრავ ფაკულტეტს კარგავს. 

უკვე სექტემბრიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტებს აგრარული სპეციალობები უნდა ასწავლოს.