15 თებერვალი 15:00 საათი - დედა ენის ბაღში განათლების რეფორმის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება
15 თებერვალი 15:00 საათი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დღეს მოქალაქეებს საპროტესტო აქციაზე ელოდებიან. თარიღი სიმბოლურია, რადგან დღეს ილიაუნის დაფუძნებიდან ზუსტად 20 წელი გავიდა. ე.წ. განათლების რეფორმის საწინააღმდეგო აქცია დედა ენის ბაღშია დაანონსებული. ხალხი განათლების უფლებას და უნივერსიტეტის ავტონომიას ითხოვს.
მოქალაქეები ამბობენ, რომ განათლების საკითხი სოციალური საკითხია, ამიტომ აქციაში მონაწილეობა საზგადოების ყველა ფენისთვის მნიშვნელოვანია.
არა მხოლოდ ილიას უნივერსიტეტის ან სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები უნდა შეუერთდნენ ამ აქციას, არამედ ზოგადად საზოგადოებიდან სხვა ადამიანები, იმიტომ, რომ განათლების ეს საკითხი ყველას ეხება, არა მხოლოდ სტუდენტებს და პროფესო-მასწავლებლებს. ეს არის სოციალური საკითხი, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ძალიან ბევრ სხვა თემასთან არის კავშირში, წმინდა განათლების თემის გარეთაც, იქნება ეს ეკონომიკური საკითხები, სოციალური საკითხები თუ ზოგადად, საზოგადოებრივი ქსოვილის საკითხი, იმიტომ, რომ განათლება არის საჯარო სიკეთე. სწორედ ამ იდეის ჩამოშლისკენ არის მიმართული ეს რეფორმა, - ამბობს აქციის ორგანიზატორი.
ცნობილია, რომ 18:00 საათზე აქციის მონაწილეები მსვლელობით ილიას უნივერსიტეტთან გადაინაცვლებენ, სადაც აქცია სიტყვით გამოსვლებით გაგრძელდება.