ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე 4 პირს ბრალდება წარედგინა - პროკურატურა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე, ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. საქმე ეხება ბრალდებულების მიერ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრებ მეწარმესთვის საზღვარგარეთ მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 10 000 აშშ დოლარი გამოძალვას.
„დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ და “გ“ ქვეპუნქტებით (გამოძალვა ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.