დატუსაღება არ ნიშნავს გაჩუმებას! - რას წერს სინდისის პატიმარი ციხიდან გამოგზავნილ წერილში

15.02.26 20:32
დატუსაღება არ ნიშნავს გაჩუმებას! - რას წერს სინდისის პატიმარი ციხიდან გამოგზავნილ წერილში

დატუსაღება არ ნიშნავს გაჩუმებას! - აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული არჩილ მუსელიანცი „ტვ პირველისთვის“ გამოგზავნილ წერილში გლდანის მერვე დაწესებულებაში არსებულ პირობებსა და შეზღუდვებზე საუბრობს.

მისი ინფორმაციით, აკრძალულია რიგი ნივთები, მათ შორის ჰიგიენური საშუალებები (საპონიც), საკანცელარიო ნივთები - კალმები, ბლოკნოტები, რვეულები, ასევე ფერადი თეთრეული და პირსახოცები. წერილში აღნიშნულია, რომ პატიმრებს აკრძალვების საფუძვლებთან დაკავშირებით განმარტება არ მიუღიათ.

მუსელიანცი ასევე აღწერს სატელეფონო ზარებთან დაკავშირებულ წესებს და მიუთითებს, რომ პირობები კორპუსებისა და ფლიგელების მიხედვით განსხვავდება. წერილის თანახმად, ყველა პატიმრისთვის ერთნაირი რეჟიმი არ მოქმედებს.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.