"ჩვენი განათლება ჩვენი დასაცავია!" - ილიას უნივერსიტეტთან პროტესტია

15.02.26 20:23
"ჩვენი განათლება ჩვენი დასაცავია!" - ილიას უნივერსიტეტთან პროტესტია

ილიაუნის უნივერსიტეტთან პროტესტია. მოქალაქეები ორი უმაღლესი სასწავლებლის შენარჩუნებას ითხოვენ. საუბარია ილიას უნივერსიტეტსა და სოხუმის უნივერსიტეტზე. 

ადგილზე მიმდინარეობს სიტყვით გამოსვლებიც. ცოტა ხნის წინ შეკრებილებს სიტყვით მიმართა ილიაუნის რექტორმაც. ნინო დობორჯგინიძემ შეკრებილებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მიმდინარე ცვლილებები უნივერსიტეტის აკადემიურ სტრუქტურას სრულად ცვლის. მისი თქმით, გადაწყვეტილებები, რომლებიც პროგრამების შემცირებას ეხება, გავლენას მოახდენს როგორც სტუდენტებზე, ისე პროფესორებზე.

ჩვენ ჩამოგვაჭრეს უნივერსიტეტი 92% ჩვენი პროგრამებისა, იმავე დღეს გამოვიდნენ ჩვენი პროფესორები, მთლიანად განათლების სკოლა, თითოეული პროფესორი, რომელსაც არ შეხებია ეს ნაჯახი, ყველა ადამიანს უთხრეს, რომ არ არსებობს გადარჩენილი პროგრამა, ჩვენი პროგრამები ერთმანეთის გარეშე ვერ იცოცხლებს. ბედნიერი ვარ, რომ დღეს სწორედ ამ დიდ ერთობას წარმოვადგენ, - თქვა სიტყვით გამოსვლისას ილიაუნის რექტორმა. 

მოქალაქეები დარწმუნებულები არიან, რომ თუ "ოცნების" ხელისუფლებას ილიაუნთან მიმართებით გადაწყვეტილების განხორციელების საშუალება მიეცა, მიადგება სხვა უნივერსიტეტებსაც. მათი თქმით, ამ შემთხვევაში განათების რეფორმა დაემსგავსება საბჭოურს და რეგრესის ფაზაში გადავა.

ილიას უნივერსიტეტი არის ის საგანმანათლებლო სივრცე, სადაც თავისუფალი  აზრი ყოველთვის ფასობდა და ოველთვის დაფასდება. მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ის სივრცეები, სადაც ახალგაზრდებს, პროფესორებს, შეუძლიათ კრიტიკულად აზროვნება, შეუძლიათ, რო საკითხი მხოლოდ ერთი ხაზით არ დაინახონ. სწორედ ამიტომ, არ შეიძლება ამ ყველაფრის წყალში გადაყრა. სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ ვიყოთ მაქსიმალურად ხმამაღალნი, ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ჩვენი განათლება ჩვენი დასაცავია, - ამბობს აქიის მონაწილე. 

რა ხდება ადგილზე ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში.